წმინდა სინოდმა საქართველოს 142-ე პატრიარქად ეპისკოპოსი შიო მუჯირი 22 ხმით აირჩია.
“ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით” – თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ გაფართოებულ კრებაზე
გაფართოებულ კრებას სამების საპატრიარქო ტაძარში 1 200-მდე დელეგატი ესწრებოდა, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ.
საეკლესიო კრებაზე დაფიქსირებული ხმები ასე გადანაწილდა:
მიტროპოლიტი შიო — 22 ხმა;
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი — 9 ხმა;
ფაზისისა და ჭიათურის მიტროპოლიტი გრიგოლი — 7 ხმა;
გაუქმდა — 1 ბიულეტენი.
არჩევნების შედეგად, ახალი პატრიარქი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო კათედრაზე შიო III-ის სახელით ავა. მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 28 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. ოქმის თანახმად, საპატრიარო კანდიდატებს შორის…
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,…